ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი იოსებ ბაბაევი დააკავეს

ბიზნესმენი და ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრი იოსებ ბაბაევი დააკავეს. მისი სასამართლო პროცესი იწყება. მისი მეგობარი ამბობს, რომ დღეს, ბაბაევი იმ დროს დააკავეს, როცა მის კუთვნილ რესტორანში მისვლას ცდილობდა.

„ეს ადამიანი მის კუთვნილ რესტორანში მოდიოდა იმ ერთადერთი გზით, რომელიც დაუტოვეს მოსასვლელი და იმ გზითაც არ გამოატარეს. სავარაუდოდ, მერე მოუდეს მიზეზი, რომ დაუმორჩილებელი ხარ. მოკლედ დღეს უნდა გაათენებინონ ღამე კაპეზეში იმ ადამიანს, რომელიც ამ ხელისუფლების, ამ მარაზმის მომხრე არ არის. ვერ უნდა მისულიყო რესტორანში, როგორც ჩანს. მიზეზი სჭირდებოდათ, რომ დაეკავებინათ – ამბობს ბაბაევის მეგობარი.

მსგავსი თემები