სტოკჰოლმის აეროპორტმა დრონების გამო მუშაობა დროებით შეაჩერა

სტოკჰოლმის აეროპორტმა უპილოტო საფრენი აპარატების გამოჩენის გამო მუშაობა დროებით შეაჩერა. Reuters-ის ცნობით, საჰაერო ხომალდების მოძრაობა შვედეთის უმსხვილეს აეროპორტში 9 სექტემბრის ღამეს 2,5 საათით შეწყდა.

ადგილობრივი მედია კი წერს, რომ აეროპორტთან 4 დრონი გამოჩნდა. პოლიციამ შესაძლო დივერსიის გამოძიება დაიწყო.

მსგავსი თემები