ფრანგი ამომრჩეველი კმაყოფილია საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნით

ფრანგი ამომრჩევლები დადებითად არიან განწყობილი ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის მიმართ, თუმცა მიიჩნევენ, რომ ის დიდხანს ვერ შეძლებს პოსტზე დარჩენას. ამის შესახებ გამოკითხვა საზოგადოებრივი აზრის კვლევის ინსტიტუტმა, Ifop-მა ფრანგული გამოცემისთვის ჩაატარა.

გამოკითხულთა 52% კმაყოფილია საფრანგეთის ახალი პრემიერ-მინისტრის, მიშელ ბარნიეს დანიშვნით. ასევე, 62% მიიჩნევს, რომ ბარნიე კომპეტენტურია ამ თანამდებობისთვის.

ამავე დროს, გამოკითხვებში ჩანს, რომ 74 პროცენტის აზრით, ის ამ პოსტს დიდხანს ვერ დაიკავებს, განსაკუთრებით მემარცხენეების განცხადების შემდეგ, რომ მის მთავრობას მხარს არ დაუჭერენ.

მსგავსი თემები