დააკავეს მამაკაცი, რომელსაც 5 წლის განმავლობაში, ქალი გატაცებული ჰყავდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა

პოლონეთში ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, რომელსაც, 5 წლის განმავლობაში, ქალი გატაცებული ჰყავდა და მასზე სექსუალურად ძალადობდა. ასევე, ცნობილია, რომ მამაკაცი მასზე სხვადასხვა ექსპერიმენტს ატარებდა, რის გამოც ქალმა ორივე ტუჩი და ყველა კბილი დაკარგა. ინფორმაციას მედია ავრცელებს.

საქმეზე გამოძიება პოლიციამ მას შემდეგ დაიწყო, რაც ქალი საავადმყოფოში ხელის მოტეხილობით მოხვდა და თავისი ისტორია პალატის მეზობელს მოუყვა.

ექიმების განცხადებით, ქალს სხეულზე მრავლობითი დაზიანება აღენიშნებოდა და მისი ფსიქიკური მდგომარეობაც შერყეული იყო. ცნობილია, რომ ქალს მოძალადისგან შვილიც ეყოლა, რომელიც გააშვილეს.

ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს 25 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

მსგავსი თემები