აშშ-ში, კალიფორნიის შტატში, რანჩო პალოს ვერდესში მეწყერი მრავალმილიონიან სახლებს ანადგურებს. ვითარება სულ უფრო უარესდება. რანჩო პალოს ვერდესი მოძრავი ქანების მქონე მთაზე მდებარეობს. ქანების მოძრაობა 1950-იანი წლებიდან ფიქსირდება და ნიადაგი წელიწადში რამდენიმე მეტრით გადაადგილდება.
ზამთრის ძლიერი წვიმების შემდეგ, მოძრაობის ტემპი და მასშტაბები გაიზარდა. გასულ შაბათ-კვირას, ნიადაგის გადაადგილების მოულოდნელმა აჩქარებამ დამანგრეველი შედეგები გამოიწვია.
მილიონობით დოლარის ღირებულების სახლები დაბზარულ მიწაზეა მიმოფანტული, გზები ჩაკეტილია და ელექტროენერგია 200-ზე მეტ ოჯახს აქვს გათიშული. გუბერნატორმა გევინ ნიუსომ ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.