“ჩემი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა”- ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი აცხადებს,რომ აგრძელებს მუშაობას ე.წ. სამშვიდობო მისიაზე, რომლის ფარგლებშიც ცდილობს, „თავიდან აიცილოს ესკალაცია“.

მისივე თქმით, უკრაინასა და რუსეთში ვიზიტების შემდეგ ევროკავშირის ლიდერებს გაუგზავნა „სამშვიდობო გეგმა“, რომელიც მოგვიანებით მედიაში გავრცელების გამო თავად გამოაქვეყნა.

„მე დავწერე, რომ თუ ივლისის დასაწყისში გარკვეულ ნაბიჯებს გადავდგამდით, შეგვეძლო, თავიდან აგვეცილებინა ამ კონფლიქტის ესკალაცია მომდევნო ორ-სამ თვეში. ივლისის დასაწყისში არსებულ მდგომარეობას დღევანდელს თუ შევადარებთ, ახლა გაცილებით უარესია, ვიდრე მაშინ იყო“- აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი სამშვიდობო მისია არ დასრულებულა.

 

 

მსგავსი თემები