“ყველა აცნობიერებს, რომ მე ცუდი არაფერი ჩამიდენია”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპის აცხადებს, რომ ნიუ იორკის სასამართლომ მის საქმეზე განაჩენის გამოცხადება გადადო, რადგან ყველა აცნობიერებს, მას ცუდი არაფერი ჩაუდენია.

„მანჰეტენის საოლქო პროკურორმა კუდიანებზე ნადირობა ჩემს წინააღმდეგ გადადო, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ არანაირი საქმე არ ყოფილა და მე ცუდი არაფერი ჩამიდენია. ეს არის კუდიანებზე ნადირობა. ეს არის ვაშინგტონში ჩემი პოლიტიკური ოპონენტების, ამხანაგი კამალა ჰარისის და მემარცხენე რადიკალი ოპონენტების თავდასხმა არჩევნებში ჩარევის მიზნით. სულ ეს არის. ეს საქმე არასდროს უნდა აღძრულიყო. მსგავსი რამ არასდროს მომხდარა შეერთებულ შტატებში, ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩვენ ვიცით. ეს არის მესამე მსოფლიოს ბანანის რესპუბლიკის მოვლენა. მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას ესმის ეს“ – განაცხადა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კაროლინაში ვიზიტისას.

ცნობისთვის, ნიუ იორკის მოსამართლემ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტისთვის, დონალდ ტრამპისთვის განაჩენის გამოცხადების თარიღი საპრეზიდენტო არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის გადადო.

 

მსგავსი თემები