შუქრუთელების პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს

11 სექტემბრიდან, შუქრუთელების პროტესტი თბილისში, პარლამენტთან გადაინაცვლებს. ამის შესახებ აქციის მონაწილეეებმა განაცხადა. ისინი ამბობენ, რომ კომპანია “ჯორჯია მანგანეზს” სამუშაოების გამო დანგრეული სახლებისთვის კომპენსაციას უკვე საკანონმდებლო ორგანოსთან მოსთხოვენ.

ცნობისთვის, “ჯორჯიან მანგანეზის” წინააღმდეგ პროტესტი დაახლოებით 180 დღეა რაც მიმდინარეობს. აქციის ხუთმა მონაწილემ პირი ამოიკერა, 6 მოქალაქე კი შიმშილობს.

მსგავსი თემები