ირაკლი ოქრუაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს

ირაკლი ოქრუაშვილი შსს-ში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს, თუმცა მზადაა სასამართლოში მივიდეს, – ამის შესახებ მან ტელეკომპანია იმედის „ქრონიკასთან“ სატელეფონო საუბარში განაცხადა.

ირაკლი ოქრუაშვილი ამბობს, რომ შსს-სგან ტელეფონით დაუკავშირდნენ და აცნობეს, რომ გამოკითხვაზე იბარებდნენ.

„სატელეფონო შეტყობინება მივიღე და ვაცნობე, რომ მოსამართლესთან გამოვცხადდები, როცა შემატყობინებენ დროს,”- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს შსს-ში გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ  „მოლოტოვის“ კოქტეილების დამზადების ფაქტზე, ერთია პირია დაკავებული, რომელიც ასაფეთქებელი მასალების პარლამენტის წინ აქციაზე გამოყენებას გეგმავდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, გიგი უგულავას, ნიკანორ მელიასა და ირაკლი ოქრუაშვილს, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების საქმეზე, შსს გამოკითხვაზე იბარებს.

მსგავსი თემები