თურქეთში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში, კაჰრამანმარაშის რეგიონში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა კაჰრამანმარაშის პროვინციაში, პაზარჯიკის რაიონში, ადგილობრივი დროით 09:31 საათზე მოხდა. დაშავებულების შესახებ ამ დრომდე ინფორმაცია არ გავრცელებულა. ინფორმაციას ქვეყნის კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.

შეგახსენებთ, 2023 წლის 6 თებერვალს კაჰრამანმარაშის რეგიონში 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა.

მსგავსი თემები