უკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58 ჩამოაგდო

უკრაინის საჰაერო ძალებმა ღამით რუსეთის მიერ გაშვებული 67 დრონიდან 58-ის ჩამოგდება შეძლეს. ინფორმაციას საჰაერო ძალების პრესსამსახური ავრცელებს. უკრაინული მხარის ცნობით, მოწინააღმდეგემ „შაჰედის“ ტიპის დრონები კურსკიდან და იეისკიდან, ასევე ოკუპირებული ყირიმიდან გაუშვა.

58 ჩამოგდებული საფრენი აპარატის გარდა, ექვსი დრონი უკრაინის ძალების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრციდან გავიდა რუსეთის, ბელარუსისა და ოკუპირებული ლუგანსკის მიმართულებით, ხოლო სამი დრონის ფრენის მიმართულება უკრაინის ძალებმა დაკარგეს.

მსგავსი თემები