ევროკომისიამ უკრაინას 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურისთვის 40 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყო. ინფორმაციას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ავრცელებს.

„რუსეთი დაუღალავად თავს ესხმის უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას. მალე აცივდება, ამიტომაც ჩვენ გაჭირვებაში მყოფ უკრაინელებისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას ვზრდით“, – დაწერა ფონ დერ ლაიენმა.

როგორც ევროკომისიის პრეზიდენტმა აღნიშნა, 40 მილიონი ევრო უკრაინის ელექტროსისტემასა და ზამთარში გათბობისთვის საჭირო ელემენტების რეაბილიტაციას მოხმარდება.

მსგავსი თემები