„სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით, ცოტა ხნის წინ დაოჯახდა“ – რას ამბობს მასწავლებელი სარკინიგზო ავარიის დროს დაღუპულ 23 წლის ბიჭზე

3 სექტემბერს თბილისში, დიდუბე- ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო ავარიის შედეგად, გეგმიური სამუშაოების შესრულების დროს, „საქართველოს რკინიგზის” ორი თანამშრომელი დაიღუპა. მათ შორის ერთ-ერთი გარდაცვლილი სამტრედიელი, 23 წლის ლაშა ცაგარეიშვილია.

„გურია ნიუსის“ ცნობით, ლაშა ცაგარეიშვილი სამტრედიის მეთერთმეტე საჯარო სკოლის წარჩინებული კურსდამთავრებულია. გამოცემა მომხდარზე მისი სკოლის პედაგოგის ლუდა სტურუას კომენტარს ავრცელებს:

„ლაშას სკოლაში მთელი დღე ვბღაოდით. განსაკუთრებული ახალგაზრდა, ნიჭიერი, გამორჩეული თავისი თანატოლებისგან. შრომისმოყვარე ოჯახის შვილი, კეთილშობილი ბიჭი. მრავალმხრივი ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა სულ ცოტა ხნის წინ დაოჯახდა.

მთელი სამტრედია დამწუხრებულია და ადამიანები მეორე დღეა, სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციებს იმის თაობაზე, თუ რა საუკეთესო ახალგაზრდა დაკარგა ლაშას სახით სამტრედიამ, მთელმა ქვეყანამ“, – ამბობს მასწავლებელი.

მსგავსი თემები