ინგლისის არხში მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა

საფრანგეთის სანაპიროსთან, ინგლისის არხში მიგრანტების ნავის გადაბრუნების შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას BBC ავრცელებს და წერს, რომ დაღუპულებს შორის 6 ბავშვი და ერთი ორსული ქალია.

საფრანგეთის სანაპირო დაცვა იტყობინება, რომ 50-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს, მათგან ორი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ნავი გადატვირთული იყო, ბორტზე კი სამაშველო ჟილეტი რვაზე ნაკლებ ადამიანს ეცვა.

მსგავსი თემები