გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზის პარალიმპიადიდან დაბრუნდნენ

პარალიმპიადის მედალოსნები გიგა ოჩხიკიძე და ანა ჯაფარიძე პარიზიდან დაბრუნდნენ. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მათ ოჯახის წევრები, მეგობრები და „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ფრთის წევრები დახვდნენ, რომლებმაც მედალოსნებს მადლობა გადაუხადეს.

პარიზის პარალიმპიადაზე გიგა ოჩხიკიძემ ბირთვის კვრაში ოქროს მედლის მოპოვებასთან ერთად მსოფლიო რეკორდიც დაამყარა. 19 წლის ანა ჯაფარიძემ კი ტაეკვონდოში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პარიზის პარალიმპიადაზე საქართველოს, ამ დროისთვის, სამი მედალი აქვს.

მსგავსი თემები