რამ გამოიწვია მამა თეიმურაზ ქორიძის მოულოდნელი გარდაცვალება

გასულ კვირას დიდი ჩაილურის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის ახალგაზრდა წინამძღვარი, თეიმურაზ ქორიძე გარდაიცვალა.

ცნობილია, რომ მამაო გასულ წელს კლინიკაში ფილტვების მძიმე დაზიანებით მოხვდა და ერთი თვის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. თუმცა, მაშინ სასწაული მოხდა და მამა თეიმურაზი თავის საქმიანობასაც დაუბრუნდა.

,,მამაოს ჯანმრთელობის მდგომარეობა საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ, ნელ–ნელა უკეთესობისკენ მიდიოდა. ასეთი რამ თუ მოხდებოდა, ჩვენთვის წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მოულოდნელად გული გაუჩერდა, საბოლოო დიაგნოზი ასეთი დაისვა. მიუხედავად იმისა, რომ გული იყო ერთადერთი ორგანო, რომელიც არ აწუხებდა. მის გარდა გადატანილი ავადმყოფობის შემდეგ მართლა ყველაფერზე პრობლემა ჰქონდა, მაგრამ ბოლოს გულმა უღალატა”, – ამბობს გიორგი ხელაძე (მამა თეიმურაზის მეგობარი, სტიქაროსანი).

მსგავსი თემები