აშშ-მა ,,ჰამასის” ლიდერებს 7 ოქტომბრის თავდასხმასთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტმა ბრალი წაუყენა ,,ჰამასის” რამდენიმე მაღალჩინოსანს 7 ოქტომბერს ისრაელში განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით. ბრალდებები ეხება დაჯგუფების ლიდერს, იაჰია სინვარს და სულ მცირე კიდევ ხუთ პირს.

ამ თავდასხმას, 1 200 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 40-ზე მეტი ამერიკელი და ამის შემდეგ დაიწყო ისრაელის თავდასხმა ღაზის სექტორზე. მიმდინარე ომს 40 800-ზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, განადგურდა ანკლავის დიდი ნაწილი.

საჩივარში დასახელებულია ექვსი ბრალდებული, რომელთაგან სამი გარდაცვლილია. ცოცხალი ბრალდებულები არიან სინვარი, რომელიც, სავარაუდოდ, იმალება ღაზაში; ხალედ მეშაალი, რომელიც დოჰაშია და ხელმძღვანელობს ჯგუფის დიასპორის ოფისს; და ალი ბარაკა, “ჰამასის” მაღალჩინოსანი ლიბანში.

ბრალდება თებერვალში იქნა წარდგენილი და დალუქული იყო, რადგან იუსტიციის სამინისტრო იმედოვნებდა, რომ შეძლებდა ჰანიეს და სავარაუდო შეთქმულების სხვა წევრების შეერთებულ შტატებში დაკავებას, განუცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა ABC News-ს.

ბრალდებები ჯგუფს ადანაშაულებს ამერიკელი მოქალაქეების მკვლელობისა და შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის კამპანიის ათწლეულის მანძილზე დაფინანსებასა და წარმართვაში, განაცხადა, გენერალურმა პროკურორმა.

მსგავსი თემები