,,საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, პუტინია ერთადერთი ვინც ომს იწყებს და აგრძელებს” – ვოლკერი

,,საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, პუტინია ერთადერთი ვინც ომს იწყებს და აგრძელებს”, – ამბობს NATO-ში აშშ-ის ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი თბილისში  მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე.

,,ძალიან დიდი იმედგაცრუებაა ის, თუ რა ეტაპზეა ამერიკა- საქართველოს ურთიერთობები ახლა. ახლა გვაქვს მდგომარეობა რომ საქართველოს მთავრობა უწყვეტად ესხმის თავს შეერთებულ შტატებს და დისტანცირდება შტატებისგან. ეს ჩემი აზრით, უფრო მეტად საშინაო ნარატივის ნაწილია, რომელსაც ძალაუფლების შესანარჩუნებლად იყენებენ.

ძალიან სულელური განცხადებაა თითქოს ამერიკას საქართველოში ომი უნდა. საუბარი გლობალური ომის პარტიაზე სრული სისულელეა, ეს პარტია არ არსებობს. ომი პუტინის გარდა არავის უნდა, თუ ომის დასრულება გინდათ, მაშინ ეს ვლადიმირ პუტინს უნდა უთხრათ, რადგან ის არის ერთადერთი ვინც ომს იწყებს და აგრძელებს”, – აღნიშნა ვოლკერმა.

მსგავსი თემები