ლაშა ტალახაძეს საჩხერეში ჩოხოსანთა საზოგადოებამ, რაინდის წოდება მიანიჭა.
„არ მინდა ამ სპორტიდან ისე წავიდე, რომ შეჯიბრიდან როდისმე დამარცხებული გამოვიდე“, – ამბობს ლაშა ტალახაძე.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. მესამედ მან ოქრო პარიზში მოიგო.