“ხარკოვში რუსეთის ტერორის შესაჩერებლად საკმარისია მსოფლიო ლიდერების სიმამაცე”- ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული მხარის მიერ ხარკოვზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება და ამბობს, რომ „ტერორის“ შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული.

„რუსეთი კვლავ ატერორებს ხარკოვს. დარტყმები განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. ამ დროისთვის უკვე 30-ზე მეტია დაჭრილია. სამაშველო ოპერაციისთვის ყველა საჭირო ძალაა მობილიზებული და ამ ტერორის შესაჩერებლად მსოფლიოს ყველა საჭირო ძალა უნდა იყოს მობილიზებული. ამისთვის საჭირო არ არის განსაკუთრებული ძალები, არამედ საკმარისია ლიდერების სიმამაცე – სიმამაცე, მისცენ უკრაინას ყველაფერი, რაც აუცილებელია დასაცავად“- განაცხადა ზელენსკიმ.

პროკურატურის ინფორმაციით, ხარკოვი ბალისტიკური რაკეტებით რუსეთის ტერიტორიიდან დაბომბეს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, 40-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა, მათ შორის ხუთი ბავშვი. სავარაუდოა, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

 

მსგავსი თემები