ისრაელში მძევლების გათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა

ისრაელში 2 სექტემბერს მძევლების გასათავისუფლების მოთხოვნით საყოველთაო გაფიცვა მოეწყობა. როგორც ისრაელის პროფკავშირების კონფედერაციის ხელმძღვანელმა, განაცხადა, 2 სექტემბერს, ისრაელში ერთდღიანი საყოველთაო გაფიცვა გაიმართება.

გაფიცვის მთავარი მოთხოვნაა, ქვეყნის ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ მიაღწიოს ღაზის სექტორში დაკავებული მძევლების გათავისუფლებას.

„მე მოვუწოდებ ისრაელის ხალხს, გამოვიდეს ქუჩებში და ყველა ორგანიზაცია შეუერთდეს გაფიცვას“, – განაცხადა პროფკავშირების ხელმძღვანელმა.

ბარ-დავიდის თქმით, „ჰამასის“ მიერ გატაცებული მძევლების გათავისუფლების შესახებ შეთანხმება „პოლიტიკური შეხედულებების გამო“ ჭიანურდება.

მსგავსი თემები