“უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“მივმართავ აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას, უკრაინას შორი მანძილის დარტყმებისთვის ნებართვები სჭირდება” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ამ დღეებში ვაშინგტონში ჩვენი უკრაინული დელეგაცია მუშაობს: პირველი ვიცე-პრემიერი, თავდაცვის მინისტრი, გენერალური შტაბის წარმომადგენლები, [პრეზიდენტის] ოფისის ხელმძღვანელი. იყო სხვადასხვა დონეზე შეხვედრები, და ჩვენთვის ერთ-ერთი უპირველესი საკითხი სწორედ ჩვენი თავდაცვის ძალების შორ მანძილზე დარტყმებია, მთელი არ ტერორის არდაშვების შესაძლებლობა, რომლის გავლაც უწევთ ჩვენს ხარკოვსა და ჩვენს სხვა ქალაქებს…

უკრაინის წარმომადგენლებმა გადასცეს მთელი საჭირო ინფორმაცია, ყველა საჭირო დეტალი ჩვენს პარტნიორებს. და მივმართავ შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და გერმანიას: გვჭირდება უკრაინისა და უკრაინელების რეალურად და სრულად დაცვის შესაძლებლობები. გვჭირდება შორ მანძილზე დარტყმებისთვის ნებართვებიც, და თქვენი შორი მანძილის ჭურვები და რაკეტებიც. არ შეიძლება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების გადადება – სწორედ იმისა, რასაც შეუძლია ყველაზე სწორედ იმოქმედოს მოვლენებზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მსგავსი თემები