“გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გამო საქართველოში მუშაობას კიდევ ერთი ორგანიზაცია წყევტს

საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონის“ დამტკიცების შემდეგ ფუნქციონირებას კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია “Animal Project – პროექტი ცხოველებისთვის” წყვეტს. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაციის დამფუძნებელი, მარიამ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს და წერს, რომ “პროექტი ცხოველებისთვის” სწორედ სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს აკეთებდა.

“კანონის გამო ვწყვეტთ ფუნქციონირებას. გვინდა ბოლო “ფანდრაიზინგ” ივენთის გაკეთება, რომ ჩვენი შეფარებულ ცხოველები რამდენიმე თვე მაინც ვუზრუნველყოთ და კლინიკის ვალები დავფაროთ. ვის გინდათ ამ სიკეთე ივენთის მასპინძლობა და პარტნიორობა?

აქვე დავამატებ, ამ ყველაფერს ისედაც ნახევრად მოხალისეობრივად ვაკეთებდით და ვაკეთებდით სახელმწიფოს გასაკეთებელ საქმეს!,” – ამბობს მარიამ ცერცვაძე.

მსგავსი თემები