სომხეთმა და აზერბაიჯანმა სადელიმიტაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის დებულებას ხელი მოაწერეს

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიების ერთობლივი მუშაობის დებულებას ხელი მოაწერეს. ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ხელმოწერის შემდეგ დოკუმენტებმა შიდასახელმწიფოებრივი პროცედურები უნდა გაიარონ. როგორც სომხეთის საგარეო უწყება აღნიშნავს, ერევანმა და ბაქომ სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციაზე მუშაობა 2024 წლის 19 აპრილს დაიწყეს.

მსგავსი თემები