„სასტიკად ნაცემი გიორგი შაქარაშვილი გადააგდეს არაგვში“  – პროკურატურამ ხუთ დაკავებულს ბრალი დაუმძიმა

გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით, მთავარ პროკურატურაში საგანგებო განცხადება გაკეთდა. როგორც გენერალურ პროკურატურაში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ითქვა, დადგინდა, რომ გიორგი შაქარაშვილი სასტიკად სცემეს და შემდეგ არაგვის ხევში გადააგდეს.

საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის საქმისთვის დაკავებულ 5 ბრალდებულს ბრალი დაუმძიმა. ბრალი დაუმძიმდა “ტოიოტა ქამრის” იმ მგზავრებს, რომლებიც გაეკიდნენ გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს. ისინი არია ვახტანგ ჩიქოვანი, ნიკოლოზ რევაზიშვილი, არასრულწლოვან ზ.ხ-ს, ა.ქ-ს და არჩილ გაგნიძე. ა.ქ.-ს და ზ.ხ.-ს. არასრულწლოვნები არიან.

მათ 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.   

მსგავსი თემები