ისრაელი ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზებს დათანხმდა პოლიომიელიტის ვაქცინაციისთვის

ისრაელი დათანხმდა სექტემბერში ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ პაუზებს, რათა ანკლავში მცირეწლოვან ბავშვებს პოლიომიელიტის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიეწოდოს.

რიკ პეპერკორნმა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პაუზა დაიწყება 1 სექტემბერს და დაიყოფა სამ 3-დღიან ფაზად. ჰუმანიტარული პაუზა ჯერ იქნება ცენტრალურ ღახაში 3 დღის განმავლობაში, შემდეგ სამხრეთ ღაზაში და შემდეგ ჩრდილოეთ ღაზაში.

ისრაელის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს დაუდასტურა, რომ პოლიომიელიტის ვაქცინაცია ღაზაში 1 სექტემბერს დაიწყება.

ბასემ ნაიმმა, “ჰამასის” პოლიტბიუროს წევრმა, თქვა, რომ მებრძოლი ჯგუფი მიესალმა ღაზაში ვაქცინაციის განხორციელების მიზნით პაუზის გატარებას.

,,ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ამ კამპანიის უზრუნველსაყოფად”, – დასძინა მან.

ომის შემდეგ, ღაზას თითქმის უნივერსალური პოლიომიელიტის ვაქცინის დაფარვა 80%-მდე დაეცა, 90%-ზე მაღალი დაფარვაა საჭირო, დაავადების აფეთქების შესაჩერებლად.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა რეგიონში განაცხადა, რომ სამდღიანი პერიოდები ,,შეიძლება არ იყოს საკმარისი ადეკვატური ვაქცინაციის მისაღწევად” და დასძინა, რომ ,,შეთანხმებულია, საჭიროების შემთხვევაში, კამპანია გაგრძელდება თითო ზონაში ერთი დღით, ან საჭიროების შემთხვევაში უფრო მეტით.”

მსგავსი თემები