,,ჩვენ არ გვინდა მეტი იარაღი უკრაინაში, არ გვინდა მეტი სიკვდილი, არ გვინდა ომის ესკალაცია” – პიტერ სიიარტო

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების არაფორმალურ შეხვედრაზე უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა, რომ ჟოზეფ ბორელის წინადადებები უკრაინასთან დაკავშირებით უგუნურია.

მანამდე ევროკავშირის მთავარმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნდა მოიხსნას შეზღუდვები უკრაინისათვის გადაცემული იარაღის რუსეთის შიგნით გამოყენებაზე.

„ჩვენ არ გვინდა მეტი იარაღი უკრაინაში, არ გვინდა მეტი სიკვდილი, არ გვინდა ომის ესკალაცია, არ გვინდა კრიზისის გაფართოება ახლო აღმოსავლეთში. დღეს ჩვენ ვაგრძელებთ საღი აზრისა და მშვიდობის მხარდაჭერას“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

მსგავსი თემები