ისრაელი იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სამხედრო ოპერაციას ატარებს

ისრაელის უსაფრთხოების ძალები მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე ერთდროულად რამდენიმე ადგილას კონტრტერორისტულ ოპერაციას ატარებენ. BBC-ს ცნობით, შეტევა ერთდროულად 4 ქალაქზე ხორციელდება. პალესტინის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ოპერაციის ფარგლებში სულ მცირე 9 პალესტინელი დაიღუპა.

„ეს ომია და ჩვენ ამ ომში უნდა გავიმარჯვოთ“, – განცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ისრაელ კაცმა აღნიშნა, რომ ისრაელის სამხედრო მოსამსახურეები სრული ძალით მოქმედებენ და ლტოლვილთა ბანაკებში ტერორისტების ინფრასტრუქტურის დემონტაჟს ახორციელებენ.

დიპლომატმა აღნიშნა, რომ ირანი „ჰამასისა“ და ისლამური ჯიჰადის ხელით დასავლეთ ნაპირზე მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს.

ისრაელის ოპერაცია გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის ოფისმა დაგმო.

მსგავსი თემები