“დღეს პუტინთან დიალოგი უშინაარსოა, უაზროა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

“ახლა პუტინთან დიალოგს აზრი არ აქვს”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ პუტინთან დიალოგი უშინაარსო და უაზროა.

„პუტინთან არა მხოლოდ კომპრომისები, არამედ პრინციპში, დღეს პუტინთან დიალოგი უშინაარსოა, უაზროა, რადგან მას ომის დიპლომატიური გზით დასრულება არ სურს. როგორც ჩანს, ის დიპლომატიურად მზადაა, მაგრამ (ამ შემთხვევაში აუცილებელია) მისთვის ჩვენი მიწის 30%-ის გადაცემა. ვფიქრობ, ამ საკითხში მასთან ერთად თამაში არ შეიძლება“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

მსგავსი თემები