“უკრაინის შეჭრა რუსეთში მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს”-ტრამპი

დონალდ ტრამპის მიიჩნევს, რომ  უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ტრამპის განცხადებით, მესამე მსოფლიო ომი უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე.

„შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში. ისინი შეიჭრნენ რუსეთში. თქვენ გექნებათ მესამე მსოფლიო ომი“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ტრამპმა აღნიშნული განცხადებები გააკეთა რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე დაესწრებოდა მემორიალურ ღონისძიებას არლინგტონის ეროვნულ სასაფლაოზე აშშ-ის ცამეტი სამხედრო მოსამსახურის პატივსაცემად, რომლებიც 2021 წელს, ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის დროს თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად დაიღუპნენ.

ღონისძიებაზე გამოსვლისას აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ ავღანეთიდან ამერიკელი ჯარისკაცების ქაოსური გამოყვანა მსოფლიოში მიმდინარე არასტაბილურობასთანაა დაკავშირებული.

მსგავსი თემები