გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა

გურჯაანში გაზგასამართ სადგურზე აფეთქება მოხდა, რამაც ძლიერი ხანძარი გამოიწვია. შემთხვევის ადგილზე დასაქმებულები და მომხმარებლები იმყოფებოდნენ.

აფეთქების შედეგად დაიწვა ავტომობილი და დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც გურჯაანის სავადმყოფოშია გადაყვანილი.

მეხანძრე-მაშველებმა ცეცხლის ლიკვიდაცია უკვე მოახერხეს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ამ დროისთვის, უცნობია.

მსგავსი თემები