ბრიტანეთი უკრაინას 54 მილიონიან დახმარებას გაუწევს

უკრაინაში მყოფი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთი ომში მყოფ ქვეყანას მორიგ დახმარებას გაუგზავნის. როგორც ბორის ჯონსონმა კიევში განაცხადა, ეს არის ნათელი დადასტურება, რომ ბრიტანეთი ყოველთვის უკრაინის გვერდით იქნება.

როგორც ბორის ჯონსონმა განაცხადა, უკრაინა ბრიტანეთისგან 54 მილიონი ფუნტის ღირებულების სამხედრო დახმარებას მიიღებს. სამხედრო დახმარების შემადგენლობაში დრონებთან ერთად იქნება მიკრო-დრონები და ყველა ის აღჭურვილობა, რაც უკრაინას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება.

გარდა ღნიშნულისა,  დიდი ბრიტანეთი გეგმავს უკრაინისთვის ნაღმის აღმომჩენი ტექნიკის გადაცემას,  რომელიც უკრაინას რუსების მიერ დატოვებული ნაღმების აღმოჩენაში დაეხმარება. უკრაინელი ჯარისკაცები შესაბამის სწავლებებს ბრიტანეთში გაივლიან.

ასევე, ბრიტანეთი საკუთარ თავზე იღებს უკრაინელი სამხედროების გადამზადებას.

 

მსგავსი თემები