ოჯახი ამტკიცებს, რომ 30 წლის პატიმარი ქუთაისის ციხეში სასტიკად სცემეს

ქუთაისის მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში 30 წლის მსჯავრდებული სასტიკადაა ნაცემი. დაზიანებების სიმძიმის გამო ნაცემი მსჯავრდებული ქუთაისის რეფერალური კლინიკიდან თბილისში საგანგებო რეანომობილით გადმოიყვანეს. ნომერ მეორე პენიტენციურ დაწესებულებაში ამტკიცებენ, რომ მსჯავრდებულმა თვითდაზიანებები მიიყენა, თუმცა პატიმრის ოჯახს ამ ვერსიის არ სჯერა.

,,დღეს მირეკავენ და მეუბნებიან, რომ კარანტინში უნდა ყოფილიყო 2 კვირა. დღეს დილით მირეკავენ, რომ ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში არიო, მივედით და ვნახეთ. აპარატზეა შეერთებული, თავში რამოდენიმე დაზიანება და ჩაქცევები, თვალი გადმობრუნდა იმდენად ნაცემია. მივხვდი, რომ აი, აპარატზეა შეერთებული. ციხეში არის ჩვეულებრივად ნაცემი და მიყვანილი ჰყავთ სიკვდილამდე. კარანტინში თუ იყო, მარტო ხო უნდა ყოფილიყო კარანტინში. კარანტინში იქნებაო ორ კვირასო და არ ვიცი, ვერ ვხვდები”, – ამბობს ერთ-ერთი ოჯახის წევრი ,,მთავართან”.

მსგავსი თემები