პორტუგალიამ ევროკავშირს ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარებისთვის მიმართა

პორტუგალიამ ევროკავშირს კუნძულ მადეირაზე ტყის ხანძრის ჩაქრობაში დახმარების თხოვნით მიმართა. ცეცხლი ტყის დაცულ მასას უახლოვდება და საფრთხეს უქმნის „იუნესკოს“ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილ დაფნის ტყეს.

ხანძარი რიბეირა-ბრავას მუნიციპალიტეტში ჯერ კიდევ 14 აგვისტოს დაიწყო და ძლიერი ქარის გამო მეზობელ მუნიციპალიტეტებშიც გავრცელდა. სისტემა „კოპერნიკის“ თანამგზავრების მონაცემებით უკვე დაიწვა 4 392 ჰექტარი. კვამლით მოწამვლის საშიშროების გამო ევაკუირებულია 200-მდე ადამიანი.

ინფორმაცია დაშავებულებისა ან გარდაცვლილების შესახებ არ გავრცელებულა.

მსგავსი თემები