ჩოხატაურში ავარიას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა

ჩოხატაურში ავტოსაგზაო შემთხვევას მოტოციკლის მძღოლი ემსხვერპლა. ინფორმაციას ,,გურიანიუსი” ავრცელებს და წერს, რომ შემთხვევა ბახმაროსკენ მიმავალ გზაზე მოხდა.

არსებული ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდებოდა, ელექტროგადამცემ ბოძს შეეჯახა, ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას კი ის გარდაცვლილი დახვდა.

ამ დროისთვის, სხვა დამატებითი დეტალები უცნობია.

მსგავსი თემები