ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტი ობიექტი დაბომბა

ისრაელმა ღაზაში „ჰამასის“ 30-ზე მეტ ობიექტს დაარტყა. ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს. მათივე ცნობით, ღაზის სექტორში განხორციელებული ოპერაციების შედეგად, „ჰამასისა“ და სხვა ტერორისტული დაჯგუფებების ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განხორციელდა.

გარდა ამისა, ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, რაფაჰში, საჰაერო იერიშების შედეგად, 20-ზე მეტი ტერორისტი დაიღუპა.

 

მსგავსი თემები