ამნისტიის კანონპროექტის გაფართოების მოთხოვნით ქუთაისში აქცია გაიმართა

,,ქართული ოცნების” მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონპროექტს აპროტესტებენ ქუთაისში. პატიმრების ოჯახის წევრები მესხიშვილის თეატრთან შეიკრიბნენ და ითხოვენ სასჯელი ყველა პატიმარს 1/4-ით შეუმცირდეს.

ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ინიცირებული კანონპროექტი პატიმრების უმეტესობას არ ეხება.

,,ჩვენი მოთხოვნაა 1/4 ყველა პატიმარს, რეალურად ეს არის ჰუმანური აქტი, რომელიც შეუძლებელი არ არის ნამდვილად და არ ვითხოვთ იმას, რომ ყველა პატიმარი გაათავისუფლონ და ციხის კარი გაიღოს, უბრალოდ ვითხოვთ ჰუმანური აქტის გამოცემას და 1/4-ს ყველა პატიმარზე. ბევრი წინაპირობა აქვს, იმდენი დათქმა აქვს, რომ ფაქტობრივად ვერავინ ვერ გამოდის ამ ამნისტიით და ამ კანონპროექტით”, – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

 

მსგავსი თემები