,,ირანული ავიაკომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა არ არის სანქცირებული”- ლევან დავითაშვილი

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი უარყოფს პარტია “დროას” ლიდერის, ელენე ხოშტარიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ირანიდან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით, ამერიკის მიერ სანქცირებულმა ირანულმა თვითმფრინავმა რუსეთში სამხედრო ტვირთი გადაიტანა.

მისი თქმით, კომპანია სანქცირებული არ არის და საქართველოს საჰაერო სივრცე წესების დაცვით გადაკვეთა.

„ეს არის მორიგი დეზინფორმაციის უსუსური მცდელობა. ჩვენ, სამწუხაროდ, ხშირად ვისმენთ ხოლმე გადაუმოწმებელ ინფორმაციას, რომელიც მიმართულია ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, მეტი არაფერი. რა თქმა უნდა, საქართველო სრულად იცავს საერთაშორისო წესებს. კომპანია, რომელმაც საქართველოს საჰაერო სივრცე გამოიყენა, რეგულარულად დაფრინავს მათ შორის ევროპის ქვეყნებში, ის არ არის სანქცირებულ კომპანიათა სიაში და შესაბამისად, ჩვენმა საავიაციო უწყებებმა, ნავიგაციამ ყველა წესის დაცვით მისცეს გადაფრენის საშუალება“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

მსგავსი თემები