ავტოსაგზაო შემთხვევა მარნეულში – დაღუპულია ერთი ადამიანი

მარნეულის მუნიციპალიტეტში, კოსტავას ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. ინფორმაციას გამოცემა Aktual.ge ავრცელებს.

არსებული ინფორმაციით, 53 წლის კაცი, რომელიც მსუბუქი მანქანის მძღოლი იყო ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა, ის ავტომობილის მართვისაც ცუდად გახდა, დაკარგა წონასწორობა და მანქანით მდინარეში გადავარდა.

ადგილზე იმყოფებოდნენ შესაბამისი სამსახურები, რომლებმაც მანქანა და გარდაცვლილი კაცი მდინარიდან ამოიყვანეს.

მსგავსი თემები