ქუთაისში, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა, ქალაქის ცენტრში ტანსაცმლის მაღაზია გაქურდეს. წაღებულია, შორტები, მაისურები და საზაფხულო ჩუსტები.
ამოღებულია სათვალთვალო კამერის ჩანაწერები. კადრებში ჩანს, რომ ობიექტზე სამი პირი შევიდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.