სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მაგდალენა გრონო იქნება

ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტმა ჩეხი პოლიტიკოსი, მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენლად დაამტკიცა.

ევროკავშირში ჩეხეთის მუდმივი წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ამ პოსტზე ესტონელ დიპლომატს ტოივო კლაარს შეცვლის, რომელიც თანამდებობას 2017 წლიდან იკავებდა.

მაგდალენა გრონო სამხრეთ კავკასიის რეგიონის სპეციალისტია, ის კარგად იცნობს საქართველოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებას. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქართველოშიც ცხოვრობდა და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.

მსგავსი თემები