არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ – სახ.დეპის ანგარიში საქართველოზე

,,საქართველოში ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია, თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშშია საუბარი, რომელიც საქართველოში 2024 წლის საინვესტიციო გარემოს აფასებს.

დოკუმენტის თანახმად, ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება.

,,ზოგადად, ბიზნესისა და საინვესტიციო პირობები ჯანსაღია და, რეგიონის სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოს უკეთესი პოზიცია უკავია. თუმცა, არსებობს მუდმივი უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად, დროულად და კომპეტენტურად.

ზოგიერთი ბიზნეს დავის საქმე სასამართლო სისტემაში წლების განმავლობაში ჭიანურდება. კომპანიები უკმაყოფილებას გამოხატავენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებზე, ასევე აცხადებენ, რომ ეფექტური ანტიმონოპოლური პოლიტიკის ნაკლებობაა და კანონებისა და რეგულაციების, მათ შორის კომერციული კანონების შერჩევითი აღსრულება და საკუთრების უფლებებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტის სირთულეებია,” – აღნიშნულია ანგარიშში.

მსგავსი თემები