„შეიძლება ადამიანი კურიერი იყოს, მაგრამ თქვენზე ჭკვიანი იყოს“- „გლოვოს“ დაჭრილ კურიერს სოლიდარობა გამოუცხადეს

„გლოვოს“ კურიერებმა დაჭრილ თანამშრომელს სოლიდარობა გამოუცხადეს და ერთგვარი პერფორმანისც მოაწყვეს. მათ ერთი ბოთლი ლუდი იმ ადგილას მიიტანეს, სადაც მათი კოლეგა დაჭრეს. როგორც ისინი ამბობენ, მსგავსი ფაქტების გამო ადამიანებს  ამ სამსახურში  მუშაობის დაწყების არ უნდა ეშინოდეთ.

„სიმბოლურად მოვიტანეთ ერთი ბოთლი ლუდი. ამის გამო ლამის კაცი მოკლეს და ამბობენ პნევმატური იყოო ნასროლი. სულელი არავინ არაა. შეიძლება ადამიანი კურიერი იყოს, მაგრამ თქვენზე ჭკვიანი იყოს და თქვენზე მეტი იცოდეს“- ამბობენ „გლოვოს“ კურიერები.

ცნობისთვის, “გლოვოს” კურიერს თემო სიგუას თბილისში თავს, იმის გამო დაესხნენ, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს და ამ დრომდე კლინიკაში რჩება.

„გლოვოს“ კურიერის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულს ბრალდება წარუდგინეს

მსგავსი თემები