„ანგელა მერკელი კანცლერი რომ ყოფილიყო, პუტინი ომს არ დაიწყებდა“ – ორბანი

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, მსოფლიოში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც უფრო მეტი იცის რუსეთის შესახებ, ვიდრე უნგრელებმა და თავად.

„ვიცი, რომ რუსები განსხვავდებიან ჩვენგან, განსხვავებული ინსტინქტები და შეხედულებები აქვთ. განსხვავებული კულტურა, თავისუფლების განსხვავებული გაგება და ასევე განსხვავებული გაგება აქვთ ეროვნული სუვერენიტეტის. მერკელი იცნობდა მათ. ის რომ კანცლერი ყოფილიყო, პუტინი ამ ომს არ დაიწყებდა. მას არ ესმოდა ლიბერალური დემოკრატია რუსეთში და დასავლელი ხალხის სულელური მიდგომები“,- განაცხადა უნგრეთის პრემიერმა.

მსგავსი თემები