,,პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის” – ლანდსბერგისი

,,პუტინი, ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის”, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისი X-ზე წერს და რუსების მიერ კიევში ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმაურება.

,,პუტინი ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვით, NATO-ს სამიტს სალამს უგზავნის, თითქოს რაიმე განმარტება იყო საჭირო იმის შესახებ, თუ რატომ უნდა ჰქონდეს უკრაინას ახლა ყველა შესაძლო მხარდაჭერა და მომავალში უსაფრთხოების რეალური გარანტიები”, – წერს მინისტრი.

მსგავსი თემები