დავით ხოჭოლავამ 31 წლის ასაკში კარიერა დაასრულა

საქართველოს ნაკრებისა და „კოპენჰაგენის“ ცენტრალურმა მცველმა, დავით ხოჭოლავამ საფეხბურთო კარიერა 31 წლის ასაკში დაასრულა. ინფორმაციას დანიური კლუბის ვებგვერდი ავრცელებს.

„ტრავმების გამო დავით ხოჭოლავა იძულებულია შეწყვიტოს პროფესიული საფეხბურთო კარიერა. ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართველმა მცველმა რამდენიმე ოპერაცია გაიკეთა და სარეაბილიტაციო კურსი გაიარა, მაგრამ ტრავმები იმდენად სერიოზულია, რომ უმაღლეს დონეზე ფეხბურთის თამაშის გაგრძელება შეუძლებელი აღმოჩნდა“- ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

მსგავსი თემები