რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ხერსონში ოთხი ადამიანი დაიღუპა

მედიის ინფორმაციით, უკრაინის ქალაქ ხერსონში რუსეთის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაიჭრა. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში რუსეთმა ხერსონის ოლქის ათზე მეტი დასახლების მიმართულებით გახსნა ცეცხლი.

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთის არმიის სამიზნე გახდა საცხოვრებელი უბნები. დაზიანებულია მრავალსართულიანი და კერძო სახლები. ასევე, ადმინისტრაციული შენობები, რესტორნები და მაღაზიები.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ცნობებს, რომ რუსმა ჯარიკსაცებმა დაიკავეს დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ჩიგარი.

 

მსგავსი თემები