“დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ კარგ მდგომარეობაში არ არის”- რომის პაპი

რომის კათოლიკური ეკლესიის წინამძღოლმა იტალიის ქალაქ ტრიესტში გამართულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ის შეშფოთებულია სამყაროში დემოკრატიის მდგომარეობით.

„თვალსაჩინოა, რომ თანამედროვე სამყაროში დემოკრატია, პირდაპირ რომ ვთქვათ კარგ მდგომარეობაში არ არის. ეს გვაშფოთებს და გვაღელვებს, რადგან ფსონზე დევს კაცობრიობის კეთილდღეობა და არაფერი ადამიანური ჩვენთვის უცხო არ შეიძლება, იყოს“- აღნიშნა რომის პაპმა.

ფრანცისკემ ხაზი გაუსვა, რომ დემოკრატიულ პროცესებში მეტი ჩართულობაა საჭირო.

„კეთილდღეობის გარკვეული ფორმები, რომლებიც არ აღიარებენ ადამიანთა ერთიანობას, წარმოადგენენ სოციალურ ფარისევლობას. ეს არ უნდა დავივიწყოთ. რა დგას სოციალური რეალობისგან დისტანცირების უკან? ეს გახლავთ გულგრილობა. გულგრილობა და პროცესებში ჩაურთველობა არის დემოკრატიის სიმსივნე“ – განაცხადა რომის პაპმა.

 

 

 

მსგავსი თემები