უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ რუსეთში საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა

უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შემდეგ რუსეთის ვორონეჟის ოლქში, საბრძოლო მასალის საწყობში ხანძარი გაჩნდა. საწყობში ფეთქებადსაშიში ნივთები ინახება, დაწყებულია მოქალაქეთა ევაკუაცია. ინფორმაციას ადგილობრივი მედია.

როგორც ვორონეჟის გუბერნატორმა, ალექსანდრ გუსევმა განმარტა, უპილოტო საფრენი აპარატები ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებებით ჩამოაგდეს, ხოლო საწყობში ხანძარი დრონების ნამსხვრევების ჩამოვარდნის გამო გაჩნდა.

 

მსგავსი თემები