ნეპალში სტიქიას ბოლო ორ დღეში 11 ადამიანი ემსხვერპლა

ნეპალში ძლიერ წვიმას და მეწყერს, სულ მცირე 11 ადამიანი ემსხვერპლა. დაკარგულად ითვლება 8 ადამიანი, კიდევ 12 კი მკურნალობას კლინიკებში გადის. გადაიკეტა გზები და მაგისტრალები. ინფორმაციას “როიტერსი” ავრცელებს.

პოლიციის სპიკერის დენ ბაჰადურ კარკისის ცნობით, მაშველები გზების მეწყრისგან გაწმენდას ცდილობენ.

მეწყრების, წყალდიდობისა და ელვის დარტყმის შედეგად ივნისის შუა რიცხვებიდან მთელ ნეპალში სულ მცირე 50 ადამიანი დაიღუპა.

მსგავსი თემები